რეგიონი
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შედეგები
ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით საბრძოლო ოპერაციები გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა „აღდარას მიმართულებით, მადაგიზის გარშემო მტრისგან მნიშვნელოვანი სიმაღლეები გაათავისუფლეს“.

„ჩვენი ჯარები ოპერატიულ ვითარებას მუროვის მთაზეც აკონტროლებენ“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა ძალებმა გასული ღამის განმავლობაში, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში, სომხური მხარის 5 ჯავშანმანქანა, 3 სამხედრო ინფრასტრუქტურული ობიექტი და პირადი შემადგენლობის დიდი რაოდენობა გააანადგურეს.

ბრძოლის შესახებ ცნობებს ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროც. მათი ინფორმაციით, სამხედრო მოქმედებები ფრონტი ხაზის ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, ოპერატიული-საბრძოლო სიტუაციის მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარი.

სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს დილით მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით აზერბაიჯანის საბრძოლო თვითმფრინავი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

გუშინ სომხეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 27 სექტემბრიდან, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, აზერბაჯანულმა მხარემ დაახლოებით 1300 ჯარისკაცი, 95 უპილოტო საფრენი აპარატი, 12 შვეულმფრენი, 181 ტანკი და ჯავშანტექნიკა, 5 საბრძოლო თვითმფრინავი, 2 Smerch-ის ტიპისა და 3 TOS1A-ს ტიპის მძიმე საარტილერიო სისტემები დაკარგა.

წყარო: https:interpressnews.ge
| Print |