რეგიონი
მშვიდობა შესაძლებელი იქნება, როცა ტერორისტები და თურქები დატოვებენ ჩვენს რეგიონს - ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა „ტერორისტები და თურქები რეგიონს დატოვებენ.“

„მშვიდობიანი მოგვარება შესაძლებელი იქნება, როცა ტერორისტები და თურქები თავიანთი მიზნებიანად დატოვებენ ჩვენს რეგიონს. ეჭვგარეშეა, რომ სომეხ ხალხს, რომელიც პლანეტა დედამიწაზე რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში ცხოვრობს, სიცოცხლის სურვილი აქვს,“- წერს ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბრის შემდეგ მთიან ყარაბაღში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
| Print |