რეგიონი
"აზერბაიჯანის დროშა აღმართულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე!"- ილჰამ ალიევი
მთიან ყარაბაღში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, კონფლიქტის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო, სომხეთის პრეზიდენტს, რომ "ნორმალურ ენაზე ესაუბრა". მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებს აზერბაიჯანი აკონტროლებს.

"მას რომ ნორმალურ ენაზე ესაუბრა, ჩვენი წმინდა ქალაქი არ შეერაცხყო, რათქმაუნდა, ვიცხოვრებდით იმ იმედით, რომ ეს საკითხი მოლაპარაკებების გზით მოგვარდებოდა. მაგრამ ყოველი ნაბიჯი პროვოკაცია იყო, ყოველი ნაბიჯი შეურაცხყოფა იყო და ის ფიქრობს, რომ ამას შევეგუებით?! ახლა ჩვენ ვაჩვენეთ, ვინ ვინ არის. აზერბაიჯანის დროშა აღმართულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე! მათი პოსტები ჩვენს ხელშია! ჩვენ მათ ტანკებს ვმართავთ! მათი სხვა იარაღები ჩვენს ხელშია, მათი სატვირთო მანქანები ჩვენს ხელშია!“ - აღნიშნა ალიევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის ოკუპაციას ვერასდროს შეეგუება.

კონფლიქტის ზონაში სხვადასხვა ინტენსივობის ბრძოლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის უწყების პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი. სომხური მედიის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის უწყება, ისევე როგორც არაღიარებული მთიანი ყარაბაღი, უარყოფს აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მინგეჩაურის წყალსაცავის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შესახებ. 

წყარო:interpressnews.ge
| Print |