რეგიონი
ნინოწმინდელები მთიან ყარაბაღში გარდაცვლილს გლოვობენ
მთიან ყარაბაღში, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს ბრიგადის მეთაური სიმონ ავაგიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილის დედა სოფელ სათხიდან არის, ამიტომ სიმონ ავაგიანს ბავშვობა ნინოწმინდაში აქვს გატარებული.

გარდაცვლილი ორი დღის წინ, რვა ოქტომბერს შირაკის მხარის სოფელ აშოცქიდანში დაკრძალეს.

„ჩემი ძმა ჯარში 22 წელი მსახურობდა. აქედან ნახევარი ჯარისკაცად გაატარა, ხოლო ნახევარი პოლიტიკურ სამხედრო საქმიანობას ეწეოდა“, - გვიყვება გარდაცვლილის ძმა აშოტ ავაგიანი. მისი თქმით,ძმამ 1995 წელს ვაზგენ სარგისიანის სამხედრო უნივერსიტეტი დაასრულა, ამის შემდეგ კი სომხეთისა და ყარაბაღის 33-651 სამხედრო ნაწილში მეთაურად დაინიშნა.

მთიან ყარაბაღში არსებულ კონფლიქტს ემსხვერპლა ჯავახეთში დაბადებული ხუთი ჯარისკაცი.

| Print |