რეგიონი
სერბეთის პატრიარქი COVID-19-ით გარდაიცვალა
დღეს დილით, ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში სერბეთის პატრიარქი ირინეოსი(მიროსლავ გავრილოვიჩი) გარდაიცვალა. მას COVID-19-ის დიაგნოზი 4 ნოემბერს დაუსვეს.

კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებამდე რამდენიმე დღით ადრე, პატრიარქი ირინეოსი COVID-19-ით გარდაცვლილი, ჩერნოგორიის მიტროპოლიტის საეკლესიო პანაშვიდს ხელმძღვანელობდა. მიტროპოლიტის დაკრძალვაზე სასულიერო პირების და მრევლის უმრავლესობას და პოლიტიკოსების ნაწილს დამცავი ნიღბები არ ეკეთათ და არც დისტანციას იცავდნენ. მღვდლები გარდაცვლილ მიტროპოლიტს ხელზე ამბორით ემშვიდობებოდნენ.

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური 90 წლის იყო.


radiotavisupleba
| Print |