"თავს ნომერ პირველ დამნაშავედ არ ვთვლი" - ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ შეუძლებელია, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ მისი სურვილითა და გადაწყვეტილებით ჩატარდეს.
„აქ საკითხი იმაზე კი არ დგას, უნდა გადადგეს თუ არა პრემიერ-მინისტრი, არამედ საკითხავია, ვინ წყვეტს იმას, თუ ვინ არის სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ეს ხალხმა საკუთარი არჩევანით უნდა გადაწყვიტოს, ვადამდელი არჩევნების ჩატარება მხოლოდ ჩემი ნებით და გადაწყვეტილებით ვერ მოხდება, ამაზე თანხმობაა საჭირო“, - განაცხადა ფაშინიანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.
კითხვაზე, გრძნობს თუ არა ის პასუხისმგებლობას ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა:
”კარგი. მე ვამბობ, რომ საკუთარი თავი ნომერ პირველ პასუხისმგებელ თანამდებობის პირად მიმაჩნია, მაგრამ თავს ნომერ პირველ დამნაშავედ არ ვთვლი,“- აღნიშნა ფაშინიანმა.