რეგიონი
საბრძოლო ზონიდან დღემდე 1 039 სომეხი ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირის ცხედარი გადაასვენეს
მთიანი ყარაბაღის საბრძოლო ზონიდან დღემდე 1 039 სომეხი სამხედრო მოსამსახურისა და სამოქალაქო პირის ცხედარი გადაასვენეს, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ.

„2020 წლის 13 ნოემბრიდან საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სამაშველო რაზმები ახორციელებენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს იმ ადგილებში, სადაც სამხედრო ოპერაციები ჩატარდა. ამ სამუშაოების შედეგად, 20 დეკემბრის მდგომარეობით აღმოჩენილია 1 039 ნეშტი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების ”,
- ნათქვამია „საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის“ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ცხედრების ძებნა გრძელდება შუშის, მარტუნის, ჰადრუტისა და ფიზულის რაიონებში
.

interpressnews.ge
| Print |