რეგიონი
ვინ როგორ ფლობს ქართულს სამცხე-ჯავახეთში (ინფოგრაფიკა)
2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში 160 504 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 77 498 ქართველი, 81 089 კი სომეხი ეროვნებისაა. ამ ორი დიდი ჯგუფის გარდა, რეგიონში ეთნიკური უმცირესობების პატარა თემებიც არის აღწერილი.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში, 79 878-მა ეთნიკურად სომეხმა მიუთითა, რომ მისი მშობლიური ენა სომხურია. მათგან 71.5%-მა სახელმწიფო ენა სრულყოფილად არ იცის. ქართულს თავისუფლად ფლობს 20.8%.
რეგიონში მცხოვრებმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა სახელმწიფო ენა სათანადოდ რომ არ იციან, ამას ხელისუფლებაც აღიარებს. მთავრობაში ამბობენ, რომ ამ მიმართულებით პროგრამებს ახორციელებენ. თუმცა მდგომარეობა ჯერ კიდევ საყურადღებოა. საქართველოში მცხოვრები პირების ინტეგრაცია, ქართული ენის ცოდის გარეშე, თითქმის შეუძლებელია.

მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

| Print |