რეგიონი
ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტები დაშავდნენ
ერევანში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ქალებიც არიან.

სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციელებმა მომიტინგეების მიერ ბლოკირებული მთავრობის შენობის შესასვლელები ძალის გამოყენებით გახსნეს.

მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, ერევანში, მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია დილიდან, მთავრობის სხდომის პარალელურად მიმდინარეობს. მომიტინგეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.

interpressnews.ge
| Print |