ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების - ქარბუქისა და დაბალი ხილვადობის გამო, ფარავანის უღელტეხილზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.