რეგიონი
ჯავახეთის მოსახლეობა საქართველოსა და სომხეთის პრემიერ მინისტრებს მიმართავს
ჯავახეთის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა საქართველოსა და სომხეთის პრემიერ მინისტრებს მიმართავს. ადგილობრივები ქართულ-სომხური და ქართულ-რუსული საზღვრების გახსნას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, 31 იანვარს აქციის გამართვას აანონსებენ.

წერილობითი მიმართვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, მოსახლეობის თხოვნით მოამზადა. ნაზელ წარუკიან-ბაბაჯანიანის თქმით, ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში, პრობლემის შესახებ არაერთი ადამიანი საუბრობს და გამოსავალს ეძებს.

„ყოველდღე მოსახლეობა კომენტარებში წერენ, რომ საზღვრები გახსნან. მთხოვეს, რომ განცხადება ჩამომეყალიბებინა. მოსახლეობის მოთხოვნითვე, თუ მანამდე მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებს და საზღვრებს გახსნის, 31 იანვარს საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ერი ახალქალქში შეიკრიბება“,- ამბობს ადგილობრივი ნაზელ წარუკიან-ბაბაჯანბიანი.

ჯავახეთის მაცხოვრებლებს პრობლემა მას შემდეგ შეექმნათ, რაც პანდემიის გამო, მეზობელ ქვეყნებთან საზღვრები ჩაკეტა. შედეგად ასეულობით ადგილობრივი ძირითადი შემოსავლის გარეშე დარჩა. ისინი ოჯახის სარჩენ თანხას სწორედ რუსეთში სეზონურ სამუშაობზე დასაქმებით იღებდნენ.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია საზღვრების გახსნის მოთხოვნით, 31იანვარს, 13:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრშია დაანონსებული.
| Print |