რეგიონი
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით თურქეთიდან ორი მატარებელი გამოვიდა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ორი სატვირთო, საექსპორტო მატარებელი დღეს, თურქეთიდან რუსეთსა და ჩინეთში გაემგზავრა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ანკარაში ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

თურქეთიდან რუსეთის მიმართულებით მიმავალი პირველი საექსპორტო სატვირთო მატარებელი ანკარის სადგურიდან ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გავიდა. თურქეთს ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ შემადგენლობა 4.65 ათას კილომეტრს რვა დღეში გაივლის.

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით, ანკარიდან კიდევ ერთი სატვირთო მატარებელი ჩინეთის მიმართულებით გაემგზავრება, რომელიც ორ კონტინენტს, ორ ზღვას და ხუთ ქვეყანას გადაკვეთს, 8 693 კილომეტრის გავლის შემდეგ კი, ტვირთს ჩინეთში 12 დღეში ჩაიტანს

JNEWS.GE
| Print |