სამხარეო–საკონსულტაციო საბჭოს გასვლითი სხდომა ამჯერად ასპინძაში გაიმართა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, რეგიონული განვითარების 2015-2017 წლების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების განახლებაზე, საჯარო მოხელეთა გადამზადებაზე, ტურისტული სეზონის მიმდინარეობასა და რეგიონში ვიზიტორთა მოზიდვის გზებზე იმსჯელეს.
საბჭოს სხდომას მხარის გუბერნატორი, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს პირველი პირები დაესწრნენ. სამხარეო-საკონსულტაციო საბჭო სამ თვეში ერთხელ იკრიბება, წინა სხდომა მიმდინარე წლის მარტში გაიმართა.