რეგიონი
ახალქალაქში საცხოვრებელი სახლი იწვის

 

ქალაქ ახალქალაქში, მიასნიკიანის ქუჩაზე სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო jnews.ge ავრცელებს.

დაკვამლიანება თავდაპირველად, მეზობლებმა შენიშნეს და სახანძრო გამოიძახეს. ადგილობრივების თქმით, სახლი რამდენიმე წელია დაკეტილია, მეპატრონეები საცხოვრებლად რუსეთში გადავიდნენ.

ადგილზე სამი სახანძრო მანქანა მუშაობს.

 

| Print |