რეგიონი
მგლის ხახიდან რომ ლარიანი ამოიღო, ეს არის - ნუგზარ ათოშვილი
ნუგზარ ათოშვილი ცხენების გაქირავებით რვასულიან ოჯახს 15 წელია ინახავს. პანდემიის შემდეგ შექმნილ ვითარებას კატასტროფულს უწოდებს და ამბობს, რომ დაწესებულმა რეგულაციებმა დამსვენებელი აბასთუმანში ძალიან შეამცირა. კლიენტებს ისევ ძველი ფასით - ერთ წრის შემოვლას 3 ლარად ემსახურება, თუმცა ისინიც სანატრელი გაუხდა.

,,დილიდან საღამომდე რომ 20 ლარი გააკეთო, როგორ ფიქრობთ ეგ თანხა რაიმეში გამოდგება? 2 ბოთლ ზეთს ვერ ყიდულობ. ბავშვები მყავს, რვასულიანი ოჯახია. ერთი ტომარა ფქვილი 80 ლარი გახდა, მე როდის შევაგროვებ რომ ვიყიდო? ჩვენთან პური 80 თეთრი ღირს და დღეში 6-8 ლარის პური მჭირდება. ხორცზე ლაპარაკი ზედმეტია, მაკარონს და ასეთებს ვყიდულობთ“ - ამბობს ნუგზარ ათოშვილი და ამატებს, რომ რთული საქმის შესრულება და გაჭირვებულ ხალხთან ურთიერთობა უწევს.

აბასთუმანში დამტვერვის სეზონი დაიწყო. კურორტი შარშანდელთან შედარებით წელს დამსვენებლის რაოდენობას ნაკლებად უჩივის, თუმცა 2019 წელთან შედარებით, ვიზიტორთა რიცხვი განახევრებულია.

აბასთუმანში დამტვერვის სეზონსა და ტურიზმის სფეროში შექმნილ ვითარებაზე ვრცელ მასალას tv9news.ge მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


| Print |