რეგიონი
თბილისის მერიამ ახალციხეს და ახალქალაქს სამ-სამი ავტობუსი გადასცა
ახალციხის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტს isuzu-ს ფირმის სამი ავტობუსი გადაეცა. ახალციხის მერიაში გვითხრეს, რომ ტრანსპორტი ჯერ არ ჩამოუყვანიათ, ამიტომ არ იციან, რომელი მიმართულებით იმოძრავებს მეორადი ავტობუსები. 

ახალქალაქის მერის თქმით, მათთვის გადაცემული სამივე ავტობუსი მუშა მდგომარეობაშია. იური უნანიანი ამბობს, რომ მეორადი ავტობუსები ორი თვის წინ თბილისის მერიამ შესთავაზა. ჯერ არც ახალქალაქში იციან, რომელ მიმართულებებზე იმოძრავებენ ავტობუსები.

„ორი თვის წინ გვქონდა შეთავაზება, თუ გინდათო, სამი ცალი იყო გამოყოფილი ჩვენთვის და მოვიყვანეთ. თბილისში შეცვალეს ავტოპარკი და ესენი რაიონებში გაანაწილეს, ძველი ავტობუსებია. თავისით მოვიდნენ, შესაძლებელია უკვე ექსპლოატაციაში გავუშვათ. ახლა ბალანსზე დაყენება და გაფორმება უნდა“, - გვითხრა იური უნანიანმა.

| Print |