რეგიონი
სომხეთს ომის ყველა ტყვე დავუბრუნეთ - ილჰამ ალიევი
ომის ყველა ტყვე, რომელიც ტყვედ ომის დროს ჩავარდა, სომხეთში დაბრუნდა. ჩვენ დავაბრუნეთ ისინი ჯერ კიდევ მანამ, სანამ ჩვენს ტყვეებს დაგვიბრუნებდნენ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფრანგულ ტელეარხ France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი მტკიცებით, სომხეთის ის მოქალაქეები, რომლებიც აზერბაიჯანში დაკავებული რჩებიან, ომის ტყვეები არ არიან, ვინაიდან იქ ომის შემდეგ ჩავიდნენ და დანაშაული ჩაიდინეს, რისთვისაც პასუხი უნდა აგონ.

„ისინი, ვინც ჩვენ გვყავს, ყველა საერთაშორისო კონვენციის თანახმად, არ შეიძლება ჩაითვალონ ომის ტყვეებად. ომის ტყვეები არიან ის ადამიანები, ვინც ომის დროს დააკავეს. 10 ნოემბერს ომი შეწყდა. გათავისუფლებულ ტერიტორიაზე, დეკემბრის დასაწყისში ჩვენ აღმოვაჩინეთ დივერსიული ჯგუფის 62 სომეხი წევრი, რომლებიც იქ გაგზავნეს 26 ნოემბერს, ომის დასრულებიდან 16 დღის შემდეგ. ისინი არ შეიძლება ჩაითვალონ ომის ტყვეებად. ბევრი მათგანი კეთილი ნების ნიშნად დავაბრუნეთ. დანარჩენები, რომლებიც იხდიან სასჯელს აქ, მათ ჩაიდინეს დანაშაული და ისინი უნდა დაისაჯონ", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
| Print |