რეგიონი
რუსეთის ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს თვლის, რომ ახლა კარგი მომენტია, რომ ამ მიმართულებით გარკვეულ შედეგებს მიაღწიონ - ზურაბ აბაშიძე
რუსეთი, მისი პოლიტიკური ელიტა და ხელმძღვანელობა როგორც ჩანს თვლის, რომ ახლა კარგი მომენტია მათთვის, რომ ამ მიმართულებით რუსეთმა გარკვეულ შედეგებს მიაღწიოს, რაც მათ ჩამოწერეს 8 - პუნქტიან მოთხოვნებში, - ასე ეხმიანება პრემიერ- მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის მხრიდან ბოლო დროს გაკეთებულ ხისტ განცხადებებს, რომლითაც ნატო-სგან მოითხოვენ იურიდიულ გარანტიებს, რომ ნატო რუსეთის საზღვრებისკენ არ გაფართოვდება.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები კეთდებოდა წლების განმავლობაში როგორც საჯაროდ, ასევე მოუსმენია პრაღის ფორმატშიც.

,,პირველად არ გვესმის რუსეთის მხრიდან, რომ წინააღმდეგია ნატო-ს გაფართოების, ეს მე ხშირად მსმენია ჩვენს ფორმატებზე ჩემი რუსი კოლეგისგან, წლების განმავლობაში საჯაროდ კეთდება ასეთი განცხადება. ახლა ამის გააქტიურება, როგორც ჩანს, დაკავშირებულია რუსეთის როგორც საგარეო პოლიტიკურ ასევე შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგთან, ამ ორი მომენტის ერთობლიობა იძლევა იმ შედეგს, რასაც ვხედავთ. რუსეთი, მისი პოლიტიკური ელიტა და ხელმძღვანელობა როგორც ჩანს თვლიან, რომ ახლა კარგი მომენტია მათთვის, რომ ამ მიმართულებით რუსეთმა გარკვეულ შედეგებს მიაღწიოს, იმ შედეგებს, რაც მათ ჩამოწერეს 8 - პუნქტიან მოთხოვნებში, ზოგმა ულტიმატუმი დაარქვა ამას, თქვენ როგორც გინდათ ის დაარქვით, ეს ყველაფერი გაწერილია მათ მოთხოვნებში, როგორც ჩანს რუსეთი თვლის, რომ ახლა სწორედ ის მომენტია, რომ ამ მიმართულებით უნდა გადადგან ნაბიჯები,"- განაცხადა აბაშიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა 3+3 ფორმატთან დაკავშირებით დავით ზალკალიანის განცხადებას და აღნიშნა, რომ მასში არანაირი ორაზროვნება არ ყოფილა.

,,ეს თემა ჩვენ შეხვედრაზეც გაჟღერდა, 21 ნოემბერს გვქონდა ჩვენ ონლაინ შეხვედრა და ჩემს პრესრელიზშიც ითქვა ამაზე, რომ ჩემმა რუსმა კოლეგამ საქმის კურსში ჩამაყენა, რომ მოსკოვში იგეგმებოდა 10 დეკემბერს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრებისა და მოადგილეების დონეზე და რომ იქ ელიან საქართველოს წარმომადგენლებსაც, ჩემი პასუხი იყო, რომ ამ ფორმატში ჩვენ მონაწილეობას არ ვგეგმავთ, ეს იყო და ეს, სხვა საუბარი არ ყოფილა,"- განაცხადა აბაშიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხელშეკრულებების ორი პროექტი გამოაქვეყნა, რომელიც ნატო-სა და აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ითვალისწინებს. შეთანხმების პროექტის პირველი ტექსტის მიხედვით, რუსეთი ნატო-სგან შემდგომი გაფართოებისა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გამორიცხავს ითხოვს, ასევე უარის თქმას დამატებითი ძალებისა და შეიარაღების განთავსებაზე ქვეყნებს გარეთ, იმ ტერიტორიებზე, რომლებშიც ისინი იყვნენ 1997 წლის მაისის მდგომარეობით (აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებამდე). რუსეთის საგარეო უწყება ასევე ითხოვს, უარის თქმას ნატო-ს ნებისმიერ სამხედრო აქტივობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ასევე იმას, რომ არ განთავსდეს საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტები იქ, საიდანაც მათ შეუძლიათ სხვა მხარის ტერიტორიის დაზიანება.
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
ამინდი
ახალციხე -8 °C
img
ახალქალაქი -15 °C
img
ასპინძა -8 °C
img
ადიგენი 3 °C
img
ბორჯომი -7 °C
img
თბილისი -2 °C
img
აბასთუმანი -10 °C
img
ბაკურიანი -12 °C
img
ნინოწმინდა -15 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5130
RUB
RUB
100
4.0371
TRY
TRY
1
0.2279
USD
USD
1
3.0840
AMD
AMD
1000
6.4082
კალენდარი
«« იანვარი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.