რეგიონი
ნინოწმინდაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
სამცხე-ჯავახეთში, ქვეყნის სხვა რეგიონების მსგავსად, წინასაახალწლო სამზადისია. სცენის მონტაჟი ნინოწმიდაში დილიდან დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობა, გასართობი სივრცეები, განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

შუადღით გაიმართა კონცერტი. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ვაჰაან აროიანის თქმით, მსგავსი საახალწლო ღონისძიება ნინოწმინდაში არასდროს ჩატარებულა.

წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართება სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში. სამზადისი 27 დეკემბერს, დილიდან დაიწყება ახალქალაქშიც, მოგვიანებით ასპინძაში, ადიგენში, ბორჯომსა და ახალციხეში.

| Print |