რეგიონი
10 000-ზე მეტი რუსი სამხედრო უკრაინის საზღვართან ახლოს განლაგდა
10 000-ზე მეტი რუსი სამხედრო უკრაინის საზღვართან ახლოს, ერთთვიანი წვრთნების შემდეგ თავის ბაზაზე დაბრუნდა. საზღვართან რუსი სამხედროების გაზრდილმა მობილიზაციამ გააჩინა შიში და მოლოდინები იმის შესახებ, რომ შესაძლოა რუსეთი უკრაინაში შეიჭრას.

ადგილზე კვლავ რჩება რუსი სამხედროების უმეტესობა - ვარაუდობენ, რომ ამ დროისთვის მათი რაოდენობა 60-დან 90 ათასამდე მერყეობს. მოსკოვი მსგავსი გეგმის არსებობას უარყოფს და აღნიშნავს, რომ NATO-სგან სჭირდება გარანტია იმის შესახებ, რომ ალიანსი რუსეთის მეზობელი ქვეყნების შემოერთებით არ გაფართოვდება, რადგან ეს ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის.

რუსეთში აცხადებენ, რომ მათ თავიანთი ჯარების საკუთარ ტერიტორიაზე განლაგება "სურვილისამებრ შეუძლიათ".
| Print |