რუსეთი იუწყება, რომ მათმა ჰაკერებმა უკრაინის წინააღმდეგ კიბერშეტევა განახორციელეს
რუსეთი იუწყება, რომ მათმა ჰაკერულმა ჯგუფმა RaHDit-მა მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა განახორციელა. ამბობენ, რომ შედეგად, ჯამში 755 უკრაინული სახელმწიფო საიტი გაითიშა.
ამ დრომდე ჰაკერული შეტევა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ ხორციელდებოდა, რომლის უკანაც "ანონიმუსის" სახელით ცნობილი ჰაკერული დაჯგუფება დგას. ისინი თავს "ჰაკტივისტებს" უწოდებენ და მათი თქმით, იდეოლოგიური მიზნებით მოქმედებენ.
ჯგუფის წევრები, რომელთა მთავარი სიმბოლო, ინგლისელი რევოლუციონერის, გაი ფოქსის ნიღაბია, ამბობენ, რომ თავს ესხმიან და „სჯიან” იმ ხელისუფლებებს, კორპორაციებსა თუ ორგანიზაციებს, რომელთა ქმედებებსაც არ ეთანხმებიან.