რუსეთში, ქვეყნის შეიარაღების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება 15 წლამდე პატიმრობით დაისჯება
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება, 15 წლამდე პატიმრობით დაისჯება. კანონპროექტი რუსმა დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს.
გარდა ამისა, BBC-ს ინფორმაციით, რომ რამდენიმე დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება იძულებული გახდა, დახურულიყო მას შემდეგ, რაც კრემლის მიერ წოდებულ ,,სპეციალურ ოპერაციას უკრაინაში", შეჭრა ან ომი უწოდეს.