რატომ არ ხურავს NATO უკრაინის თავზე ცას
სამხედრო ჟურნალისტი და მილიტარისტი, უჩა აბაშიძე განმარტავს თუ რას ნიშნავს ზოგადად ქვეყნის ტერიტორიაზე ჰაერის/ცის დახურვა და რატომ არ აკეთებს ამას NATO უკრაინასთან დაკავშირებით.
როგორც უჩა აბაშიძე აცხადებს, როდესაც NATO უკრაინის თავზე ცას დახურავს, ომის მონაწილე მხარეებს აეკრძალებათ საბრძოლო ავიაციის გამოყენება, რასაც მხარეები არ დაემორჩილებიან. ამის შემდეგ NATO-ს ექნება ვალდებულება რომ ჩამოაგდოს ყველა ობიექტი რაც უკრაინის ცაზე აფრინდება, მათ შორის ექნება ვალდებულება რომ ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავიც რომლის შემდეგაც აუცილებლად გამოწვეული იქნება ატომური ომი.
,,რას ნიშნავს ეს ჰაერის/ცის დახურვა?” იმას რომ უნდა იფრინოს ნატოს თვითმფრინავებმა – და ჩამოაგდოს ყველა სხვა თვითმფრინავი.
ანუ ნატომ – უნდა გამოაცხადოს რომ უკრაინის ცაზე, საბრძოლო ავიაციის გამოყენება აეკრძალათ მონაწილე მხარეებს, მხარეები ,,იასნად"ამას არ შეასრულებენ – და ნატომ უნდა დააწესოს მუდმივი მორიგეობა და ჩამოაგდოს რაც აფრინდება (და შეეგუოს რომ ალაგ-ალაგ ნატოს ავიაციასაც ჩამოაგდებენ “ვიღაცეები”, ხან ჰსთ-ებით, ხან აფრენილი ავიაცია, ეგრე ხომ არაა ყველა ჩამოაგდო, ხან შენ ჩამოგაგდებენ).
ეს ხდება ხოლმე როცა ორი პატარა ქვეყანა ომობს და ომი გადაიზარდა სამოქალაქო მოსახლეობის უაზრო სისხლისღვრაში დაბომბვებით, მაგრამ როცა მეორე მხარეს რუსეთია, გამორიცხულია ჰაერის დახურვა, გამორიცხული, არასოდეს არ მოხდება.
ზელენსკიმ ეს ძალიან კარგად იცის, მაგრამ სპეციალურად წევს ჰაიპს – რო სხვა რამეებით ევაჭროს. იმიტო რო “პოპულისტურად” სწორად ჟღერს ეს ამბავი რო “ხალხს ხოცავენ დაბომბვებით, დახურეთ ჰაერი”
დასავლეთი პასუხობს: “რუსეთია, ატომურ ომს გამოიწვევს, ვერ ვიზამთ”
ზელენსკი: “მაშინ დამეხმარეთ ამით და ამით”
და დასავლელი მოქალაქეები თავის მთავრობას მიტინგებს უმართავენ რო რახან ვერაფერს ვერ შვებით, ეს მაინც მიეცითო. ზოგადადაც, არც სანქციების დაწესება უხარია დასავლეთს, ყველა სანქცია რაც დაუწესე რუსეთს – დაგიწესდე შენც-ვე.
მანქანას რო. აღარ მიყიდი, აღარაც ფული შემოგივა,
ნავთობს რომ აღარ იყიდი მისგან – საშინელი დეფიციტი გექნება.
ზოგადად, რაც მეტხანს იომებს უკრაინა, უფრო ღრმა კრიზისი იქნება ფინანსური პლანეტაზე"-წერს უჩა აბაშიძე.