რეგიონი
რომელი პროდუქტის ექსპორტი შეაჩერა უკრაინამ?
უკრაინის მთავრობამ ჭვავის, ქერის, წიწიბურას, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი მიმდინარე წლის ბოლომდე აკრძალა.

ამის შესახებ დადგენილება უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დღეს მიიღო. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამასთან, რუსული მედიით ცნობილი ხდება, რომ ვლადიმერ პუტინმა გასცა ბრძანება, რომელიც 2022 წელს რუსეთიდან გარკვეული პროდუქტებისა და ნედლეულის ექსპორტის და იმპორტის შეზღუდვას ან აკრძალვას გულისხმობს. ამ პროდუქტების სია რუსეთის მთავრობამ უნდა განსაზღვროს. მთავრობამ, ასევე, ორი დღის განმავლობაში უნდა შეადგინოს იმ ქვეყნების სია, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება შეეხება.
| Print |