რუსი ოკუპანტები კიევის ასაღებად ემზადებიან
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები კიევის ასაღებად ემზადებიან. მათი ინფორმაციით, რუსი სამხედრო ძალა ამ მიზნისთვის გადაჯგუფებას ახორციელებს.
„არსებული ინფორმაციით, მტერი ახორციელებს გადაჯგუფებას კიევის აღების მორიგი მცდელობის მომზადების მიზნით“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.
ამასთანავე, უწყებაში განმარტავენ, რომ ფასტოვის მიმართულებით განხორციელებული წარუმატებელი შეტევის შემდეგ, მოწინააღმდეგე ცდილობს განაახლოს შეტევითი მოქმედებები აღნიშნული მიმართულებით.