რეგიონი
უკრაინული მხარის ცნობით, რუსულმა თვითმფრინავებმა ბელარუსის ტერიტორია დაბომბეს
რუსულმა თვითმფრინავებმა ბელარუსის სოფელი კოპანი დაბომბეს, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება.

რუსები უკრაინის ტერიტორიიდან აფრინდნენ, რათა ბელარუსი პროვოკაციაზე წამოაგონ და ომში ჩართონ.

„სახელმწიფო საგზაო პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსული თვითმფრინავები აფრინდნენ დუბროვიცის აეროდრომიდან (ბელარუსი), შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, დაბომბეს ჩვენი ქალაქები - ჰოროდიჩი და ტუმენი, შემდეგ კი დაბრუნდნენ უკან და კოპანის დასახლებას შეუტიეს, ეს არის პროვოკაცია, მიზანი კი არის ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩართვა უკრაინასთან ომში!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რუსეთი ბელარუსის ომში ჩასართავად პროვოკაციას ამზადებდა.
| Print |