აფხაზეთში რუსეთის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
აფხაზეთში გაიმართა აქცია, უკრაინაში რუსეთის ომის მხარდასაჭერად, სადაც სიტყვით გამოვიდა დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია. მან საჯაროდ დაუჭირა მხარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, მხარდამჭერ აქციაზე სამი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.
„ამ დღეებში ჩვენ რუსეთის ხალხის გვერდით ვდგავართ. რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში მიღებული ზომები მიმართულია სტრატეგიული საფრთხეების დასაძლებად როგორც რუსეთისთვის, ისე მისი ნამდვილი მეგობრებისთვის, და უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის! მე, როგორც ქვეყნის მეთაური, აფხაზეთის რესპუბლიკის მთელი ხელმძღვანელობა და ჩვენი მრავალეროვანი ხალხი მთლიანად ვუჭერთ მხარს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინს“, – განაცხადა აფხაზეთის პრეზიდენტმა.
გამომსვლელებმა გააკრიტიკეს დასავლეთის ქვეყნების და ნატოს პოლიტიკა. ზოგიერთი ადგილობრივი ექსპერტი ამბობს, რომ „აფხაზეთში ბევრი გმობს ამ ომს. მაგრამ ასეთი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა დიდწილად თვითგადარჩენის ინსტინქტით არის განპირობებული, რადგან თუ რუსეთი დამარცხდება, ეს ძალიან ცუდი იქნება აფხაზეთისთვის“.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, აფხაზეთმა აღიარა ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რომლებიც ცნო რუსეთმა, აგრეთვე, თავშესაფარი მისცა ამ ორი ოლქიდან ათობით ლტოლვილს - ძირითადად, ქალებსა და ბავშვებს.
სტატია მომზადებულია JAMnews-ის სოხუმის რედაქციის მიერ.