უკრაინა და რუსეთი 10 ჰუმანიტარულ დერეფანზე შეთანხმდნენ
უკრაინის ვიცე პრემიერის, ირინა ვერეშუკის ინფორმაციით, რუსეთი და უკრაინა, 10 ჰუმანიტარულ დერეფანზე შეთანხმდნენ.
მარიუპოლიდან ზაპოროჟიეს მიმართილებით გახსნილი დერეფნით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ამ მარშრუტით თითქმის ხუთი ათასი ადამიანი გამოიყვანეს.
დონეცკის ოლქიში, მოქალაქეებს შეუძლიათ შეეძლებათ გამგზავრება ბერდიანსკიდან და მანგუშიდან.
კიევის ოლქში ევაკუაცია მოხდება ბევრიცადან, ბოგდანოვკადან, ბოროდიანკადან და ბუჩიდან.
ლუგანსკის ოლქში მოქალაქეებს გასვლა შეეძლებათ ლისიჩანსკიდან, სევეროდონეცკიდან, რუბიჟნედან და პოპასნადან. ხერსონის ოლქში ჩაიტანენ ჰუმანიტარულ დახმარებას.
რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც.