სანქციების შენარჩუნება, ტკივილის გაზრდა, სწორედ ეს შეაჩერებს პუტინს - ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დასავლეთის ქვეყნებს, რუსეთთან მიმართებით, ერთიანი ფრონტის შენარჩუნების მოწოდებით მიმართავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ნატო-ს სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
კითხვაზე, შეაკავებს თუ არა სანქციები პუტინს, ბაიდენი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სანქციები შენარჩუნდეს.
"სანქციების შენარჩუნება, ტკივილის გაზრდა - დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ერთი თვის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. სწორედ ეს შეაჩერებს მას", - ამბობს ბაიდენი.
ბაიდენის თქმით, მნიშნველოვანია ერთიანობა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ვიყოთ ერთიანი და მსოფლიომ ყურადღება გაამახვილოს იმაზე, თუ რა სასტიკი ის" - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.