რეგიონი
სერგეი შოიგუს ინფარქტი დაემართა - ანტონ გერაშჩენკო
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს საჯარო სივრცეში არგამოჩენის მიზეზი გულის შეტევა გახდა, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო „ტელეგრამის“ არხზე წერს.
"შოიგუს ინფარქტი აქვს, ამიტომ ის არ გამოჩენილა საზოგადოებაში მარტის შუა რიცხვებიდან", - წერს გერაშჩენკო.
მისი თქმით, შოიგუს გულის შეტევა უკრაინაში წარუმატებელი შეჭრის გამო ვლადიმერ პუტინისგან მკაცრი საყვედურის მიღების შემდეგ დაემართა და რეაბიტაციის კურსს ბირდენკოს სამხედრო ჰოსპიტალში გადის.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ 11 მარტის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :