რეგიონი
რუსული ჯარები კიევის ოლქის ქალაქ სლავუტიჩში შევიდნენ და ქალაქის მერი გაიტაცეს
რუსული ჯარები კიევის ოლქის ქალაქ სლავუტიჩში შევიდნენ, - ამ ინფორმაციას უკრაინის ხელისუფლება ავრცელებს.
კიევის რეგიონული სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე პავლიუკმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ქალაქის ჰოსპიტალი აიღეს. მისივე თქმით, რუსებმა ქალაქის მერი იური ფომიჩევი გაიტაცეს.
მისი თქმით, ქალაქის მცხოვრებლები რუსეთის შეჭრას აპროტესტებენ და ქალაქის მთავარ მოედანზე სკანდირებენ "სლავუტიჩი უკრაინაა", "დიდება უკრაინას".
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :