რეგიონი
ამერიკამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. როგორც BBC-ი წერს, სანქციები ამჯერად ტექნოლოგიურ სექტორს მოიცავს.

აშშ-ს ხაზინამ განაცხადა, რომ სანქციებს აწესებს 21 სუბიექტსა და 13 ფიზიკურ პირზე, მათ შორის Mikron-ზე, რუსეთის უმსხვილეს ჩიპების მწარმოებელზე და მიკროელექტრონულ ექსპორტიორზე.

„ჩვენ გავაგრძელებთ პუტინის ომის მანქანის სანქცირებას ყველა კუთხით, სანამ ეს უაზრო ომი არ დასრულდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც მედია აღნიშნავს, მოსკოვს ემუქრება საერთაშორისო სანქციების ფართო სპექტრი სექტორებზე, დაწყებული სამხედრო საქონლით დამთავრებული ფუფუნების საგნებით, მოგზაურობით და საბანკო ბიზნესით.
| Print |