რეგიონი
უკრაინელმა ჯარისკაცებმა 26 900 რუსი სამხედრო მოკლეს
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 26 900 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსეთის:

დღესვე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის სოფელ ბოლშაია ალექსანდროვკაში რუსეთის საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რაკეტა, რომელმაც „სმერჩის“ ჭურვების მარაგი გაანადგურა, საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს.

უკრაინელმა დამცველებმა აღნიშნეს, რომ ძვირადღირებული აღჭურვილობისა და რაკეტების დიდი მარაგის გარდა, მათ მოახერხეს 70-მდე რუსი სამხედროს ლიკვიდაცია.
| Print |