რეგიონი
ევროპარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა. შესაბამისი რეზოლუცია ვეროპელმა დეპუტატებმა დღეს მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამ-არხების საშუალებით ვრცელდება. 

უცხოური მედიის ცნობით, ევროპარლამენტი მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა რუსეთისა და ბელარუსის რეჟიმებმა პასუხი აგონ ომის დანაშაულებზე, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, გენოციდსა და აგრესიაზე.
| Print |