რეგიონი
12 დაღუპული და 40-ზე მეტი დაშავებული - რუსებმა სევეროდონეცკი დაბომბეს
ქალაქ სევეროდონეცკში 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.

"ორკებმა დილიდან დაიწყეს რეგიონული ცენტრის მძიმე იარაღით ქაოტური დაბომბვა. დაბომბვა დღესაც გრძელდება. უმეტესწილად მიმდინარეობს მიზნობრივი დარტყმები საცხოვრებელ კორპუსებზე... ახლა გვყავს 12 დაღუპული და 40-ზე მეტი დაშავებული, რომლებიც დაშავებულები არიან და სამედიცინო დახმარებას გადიან",- წერს გაიდაი.

მისივე ცნობით, დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ მონაცემები ამ დრომდე ზუსტდება, რადგან ცეცხლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის შემოწმება შეუძლებელია.
| Print |