რეგიონი
უკრაინა აცხადებს, რომ კიდევ ერთი რუსი გენერალი მოკლეს
რუსი გენერალი, სავარაუდოდ, უკრაინელმა მედესანტეებმა მოკლეს. ინფორმაციას დასავლური მედია უკრაინის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით აქვეყნებს.
63 წლის გენერალ-მაიორი კანამატ ბოტაშევი, დიდი ალბათობით, მას შემდეგ დაიღუპა, რაც თვითმფრინავი, რომლის პილოტიც თავად იყო უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს.
BBC Russia-ს ცნობით, ბოტაშევი პენსიაზე იყო გასული და თვითმფრინავს ათწლეულის მანძილზე არ მართავდა.
როგორც მედია წერს, გაურკვეველია, რატომ დაბრუნდა ის „სუ-25-ის“ რუსული მოიერიშე თვითმფრინავის კაბინაში.
interpressnews.ge
გააზიარეთ :