რეგიონი
უკრაინაში ომის შედეგად 8 691 მოქალაქის დაღუპვა და დაშავებაა დადასტურებული
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინაში ომის შედეგად 8 691 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა.

ორგანიზაციის ცნობით, აქედან დაღუპულია მინიმუმ 3 998 და დაშავებულია მინიმუმ 4 693 მშვიდობიანი მოქალაქე.

ამასთან, გაერო-ში მიიჩნევენ, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მსხვერპლი ძირითადად გამოწვეულია ასაფეთქებელი იარაღების გამოყენების, ასევე მძიმე არტილერიითა და სარაკეტო დანადგარებით დაბომბვის შედეგად.
| Print |