რეგიონი
ომის დაწყებიდან დღემდე, რუსებმა უკრაინაში 242 ბავშვი მოკლეს
რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 242 ბავშვი მოკლეს, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„28 მაისის დილის ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 242 ბავშვი და დაშავდა 440,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების განმარტებით, ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან გრძელდება მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე.
interpressnews.ge
გააზიარეთ :