რეგიონი
ომის დაწყებიდან დღემდე, რუსებმა უკრაინაში 242 ბავშვი მოკლეს
რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 242 ბავშვი მოკლეს, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„28 მაისის დილის ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 242 ბავშვი და დაშავდა 440,“-
აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების განმარტებით, ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან გრძელდება მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე.


interpressnews.ge
| Print |