რეგიონი
ბრიტანეთმა პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა.

ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კირილს სანქციები რუსეთის სამხედრო აგრესიის აშკარა მხარდაჭერისთვის დაუწესეს.

ბრიტანეთის სანქციების ახალ პაკეტში რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარი მარია ლვოვა-ბელოვაც მოხვდა, რომელიც მათი თქმით, უკრაინელ ბავშვთა იძულებით გადაყვანასა და გაშვილებაშია მონაწილე.

ბრიტანეთის სანქციები შეეხება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოკავშირეებსაც, სამხედრო მეთაურებს და რუს იარაღის დილერებს.

"დღეს ჩვენი სამიზნე პუტინის ომის ხელშემწყობები და ჩამდენი პირებია, რომლებმაც უთვალავი ტანჯვა მოუტანეს უკრაინას, მათ შორის ბავშვების იძულებით გადაყვანა და გაშვილება. ჩვენ არ დავიღლებით თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვით და პუტინზე ზეწოლის გაგრძელებით, სანამ უკრაინა წარმატებას არ მიაღწევს", - თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა.
| Print |