რეგიონი
რუსებმა მიკოლაევის საცხოვრებელი რაიონი დაბომბეს - არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევი დაბომბეს. სარაკეტო შეტევა საცხოვრებელ რაიონზე განხორციელდა. მიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კიმის ცნობით, დაბომბვის შედეგად, ოთხი მრავალსართულიანი კორპუსი და ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ცნობილია ორი დაღუპულისა და 20-მდე დაშავებულის შესახებ.

ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.
| Print |