რეგიონი
ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 33 800 რუსი სამხედრო მოკლეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა მხარემ კიდევ 200 რუსი ჯარისკაცი მოკლა, ხოლო ომის დაწყების დღიდან ამ დრომდე მოკლულ რუს ჯარისკაცთა რიცხვმა 33 800-ს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსულ ძალებს სხვადასხვა აღჭურვილობაც გაუნადგურეს.

უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს:
რუსეთის ფედერაციამ შავ ზღვაში გემების ჯგუფის შემადგენლობა შეავსო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„შავ ზღვაში მტრის გემების ჯგუფმა შემადგენლობა შეავსო. ამიერიდან იქ იმყოფება ფრთოსანი რაკეტების 3 ზედაპირული და 3 წყალქვეშა გადამზიდავი, რომელთა საერთო არსენალი 36 რაკეტას შეადგენს, ასევე განლაგებულია 3 დიდი სადესანტო ხომალდი,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინული მედია წერს, რომ ამჟამად რუსეთი წყალქვეშა ფლოტზეა ორიენტირებული.
| Print |