რეგიონი
უკრაინამ 35 სამხედროს, მათ შორის მარიუპოლის დამცველების, ცხედრები დაიბრუნა
უკრაინამ 35 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპულებს შორის მარიუპოლის 25 დამცველია.

ცხედრების გადაცემის ოპერაცია ზაპოროჟიეს ოლქში ჩატარდა და ის საგანგებო ვითარებაში დაკარგული პირების კომისრის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობით განხორციელდა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, 24 თებერვლიდან 21 ივნისამდე, 34 100 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, მათ შორის, 300 მათგანი მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკაც გაანადგურა.

უკრაინელმა დამცველებმა ასევე გაანადგურეს:
| Print |