რეგიონი
რუსები კასეტურ საბრძოლო მასალას იყენებენ
დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი, ვალენტინ რეზნიჩენკო რუსეთს ოლქში კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებაში ადანაშაულებს.

„ღამე ისევ დაბომბვა. მტერმა ექვსჯერ დაარტყა კრივი რიჰის რაიონს, მზაკვრულად დაუმიზნა საცხოვრებელ უბნებს. ქალაქი ნაწილობრივ შუქისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. დაბომბვის შემდეგ ქუჩებსა და ეზოებში კასეტური საბრძოლო მასალები დარჩა,“- წერს გუბერნატორი „ტელეგრამზე“.

გუბერნატორი მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. „არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ საეჭვო ობიექტებს,“- წერს ვალენტინ რეზნიჩენკო.
| Print |