რეგიონი
რუსეთის ომს უკრაინაში, დღემდე 359 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა
უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს დღემდე 359 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.

„5 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის შედეგად, 1059 ბავშვი დაზარალდა, აქედან 359 ბავშვი გარდაიცვალა და 700-ზე მეტმა ბავშვმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო“,- ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან გრძელდება მუშაობა აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.

ყველაზე მეტი - 371 ბავშვი დონეცკის ოლქში დაზარალდა, ხარკოვში - 195, კიევში - 116, ჩერნიგოვში - 68, ლუგანსკში - 61, მიკოლაევში - 57, ხერსონში - 54, ზაპოროჟიეში - 40.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმებისა და დაბომბვების შედეგად 2211 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, მათგან 230 სრულად განადგურებულია.
| Print |