რეგიონი
ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა
ყირიმში აფეთქებების შესახებ საკის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ვიქტორია კაზმიროვამ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, აფეთქებები აეროდრომზე მოხდა. ამის შესახებ „ტასი“ იუწყება.

„ჩვენი აეროდრომი ფეთქდება. აფეთქებები აეროდრომზე ხდება. აქ ყველა ფანჯარა ჩამტვრეულია", - თქვა კაზმიროვამ.

ყირიმის საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აფეთქების ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები და სამედიცინო ავიაციაა მობილიზებული.

საკის სამხედრო აეროდრომი, საკის რაიონის სოფელ ნოვოფედოროვკას მახლობლად მდებარეობს, რომელიც გამოიყენება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავიაციის - თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის, მათ შორის, საზღვაო ავიაციისთვის.

"ინტერპრესნიუსი"

| Print |