SSSS



რეგიონი
უკრაინა და ომის 193-ე დღე - მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კვლავ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურია
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს [IAEA] ცნობით, უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურმა სადგურმა კვლავ დაკარგა კავშირი ბოლო დარჩენილ მთავარ გარე ელექტროგადამცემ ხაზთან, მაგრამ განაგრძობს ელექტროენერგიის მიწოდებას ქსელში სარეზერვო ხაზის მეშვეობით.

სააგენტომ ასევე განაცხადა, რომ სადგურის ექვსი რეაქტორიდან მხოლოდ ერთი დარჩა ექსპლუატაციაში.

ზაპოროჟიე, ექვსი რეაქტორით, არის ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური. თებერვლის ბოლოს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სადგურს რუსული ჯარები აკონტროლებენ. სადგური კონფლიქტის ერთ-ერთ კერად იქცა, სადაც მხარეები ერთმანეთს ქარხნის დაბომბვაში ადანაშაულებენ.

გაეროს ატომური მეთვალყურეობის ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის შესახებ მოხსენებას მომავალ კვირაში გამოაქვეყნებს.

ვენაში დაბრუნებისთანავე გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას გროსიმ თქვა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექვსი თანამშრომელი რჩება ზაპოროჟიეში. მან განაცხადა, რომ მომდევნო კვირაში ეს რიცხვი ორამდე შემცირდება და ისინი ელექტროსადგურს გრძელვადიან პერსპექტივაში დააკვირდებიან.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ თურქეთს შეუძლია იყოს შუამავალი უკრაინასა და რუსეთს შორის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხში.

უკრაინაში, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს [IAEA] ექსპერტთა ჯგუფი უკრაინაში 29 აგვისტოს გაემგზავრა. მისიას სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი ხელმძღვანელობს.

რუს სამხედროებს ზაპოროჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, ბოლო კვირებია, აქტიური იერიში მიაქვთ. გრძელდება სროლები და დაბომბვა.

პარალელურად კი რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს და უკრაინულ მხარეს ბრალს სდებს, რომ ისინი დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს სწორედ ზაპოროჟიას ბირთვულ სადგურზე თავდასხმისთვის იყენებენ.

რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსეთში შეჭრის საწყის ეტაპზე დაიკავა.

ბირთვული სადგური ჯერაც ოპერირებს უკრაინელი თანამშრომლებით და რუსეთის კონტროლქვეშ.

თუმცა, როგორც რაფაელ გროსი ამბობს, შეწყვეტილია აღჭურვილობის და სათადარიგო მიწოდების ჯაჭვი.

"ასევე აქ იყო ბევრი ბირთვული მასალა, რომელსაც IAEA-ს მიერ შემოწმება სჭირდება". - აცხადებს
გროსი.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.