რეგიონი
ზელენსკი მზად არის უკრაინელი სამხედროების სანაცვლოდ, უკრაინის გავლით რუსული ამიაკის ექსპორტს დათანხმდეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის გავლით რუსული ამიაკის ექსპორტს, თუ ოფიციალური მოსკოვი უკრაინელ სამხედრო ტყვეებს გადასცემს.

„მე წინააღმდეგი ვარ ჩვენი ტერიტორიის გავლით რუსეთის ფედერაციიდან ამიაკის მიწოდების. ამას გავაკეთებდი მხოლოდ ჩვენი ტყვეების სანაცვლოდ. ეს არის ის, რაც მე შევთავაზე გაეროს"
, - განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა.

მედიასაშუალების ცნობით, აღნიშნულ იდეაზე კრემლმა სწრაფადვე განაცხადა უარი.

„ადამიანები და ამიაკი ერთი და იგივეა?" - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, რომლის კომენტარსაც რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებს.
| Print |