რეგიონი
იზიუმთან აღმოჩენილი მასობრივი საფლავიდან ექსჰუმაცია 146 ცხედარს ჩაუტარდა, მათგან ორი ბავშვია
უკრაინელმა ექსპერტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში, იზიუმის მახლობლად, მასობრივ საფლავში აღმოჩენილი 146 ცხედრის ექსჰუმაცია განახორციელეს, - ამის შესახებ ხარკოვის ოლქის გუბერნატორმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. მისი თქმით, ექსჰუმირებულებიდან უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის, ორი ბავშვია.

შეგახსენებთ, მასობრივ საფლავში სულ, დაახლოებით, 450 ცხედარია აღმოჩენილი.
| Print |