რეგიონი
რუსულმა ძალებმა ბახმუტი დაბომბეს
რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი განცხადებით, რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, ნანგრევების ქვეშ კი, სავარაუდოდ, ორი ადამიანი იმყოფება.

„დაახლოებით ღამის პირველ საათზე მტრებმა ბახმუტზე ავიაიერიში მიიტანეს, რის შედეგადაც მაღალსართულიანი კორპუსის სამი სადარბაზო ჩამოინგრა. ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, ორი ადამიანია, ადგილზე მაშველები მუშაობენ",
- წერს კირილენკო.
| Print |